იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც ისტორიაში ცნობილია, როგორც სტალინი, დაიბადა 1878 წლის 18 დეკემბერს (ოფიციალური მონაცემებით 21 დეკემბერს) გორში, თბილისში გუბერნიაში. მისი ოჯახი მეწაღე ხელოსნების ფენას მიეკუთვნებოდა, ხოლო მშობლები იყვნენ ეკატერინე (კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი. ბავშვობაში მას ორი უფროსი ძმა ჰყავდა, თუმცა ისინი ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ.
1894 წელს მან წარმატებით დაასრულა გორის სასულიერო სემინარია და განათლების მიღება გააგრძელა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ინგლისელი ისტორიკოსის, საიმონ სებაგ-მონტეფიორეს მიხედვით, სტალინი გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მიღწევებით, განსაკუთრებით მათემატიკაში, თეოლოგიაში, ბერძნულსა და რუსულ ენებში. გატაცებული იყო პოეზიით და ქართულ ენაზე ლექსებსაც წერდა.
იოსებ სტალინის ბიოგრაფია

მარქსისტული იდეების გავლენით ის აქტიურად ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში ამიერკავკასიაში. მალევე გაეცნო კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმერ ლენინისა და გიორგი პლეხანოვის ნაშრომებს. 1899 წელს, რევოლუციური საქმიანობის გამო, სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც ცხოვრობდა არალეგალურად და ჩართული იყო მარქსისტული პროპაგანდის გავრცელებაში თბილისის მუშათა შორის.
მისი საქმიანობა მოიცავდა მუშაობას ბოლშევიკურ გაზეთებში, მათ შორის “ბაკინსკი პროლეტარიატი”, “გუდოკი” და “ბაკინსკი რაბოჩი”. არაერთხელ დააპატიმრეს და გადაასახლეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, თუმცა ყოველთვის ახერხებდა გაქცევას. 1912 წელს, სრულიად რუსეთის ბოლშევიკების VI (პრაღის) კონფერენციაზე, ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამავე პერიოდში მან დაწერა ნაშრომი “მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი”, რომელიც ლენინმა მაღალი შეფასებით დააჯილდოვა.
სტალინის სათავეში მოსვლა

ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი სათავეში მოექცა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი იყო. თუმცა, ეს ცვლილებები ხშირად ხდებოდა რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე.
1930-იან წლებში სტალინის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე სადავო ეტაპი იყო მასობრივი რეპრესიები. ამ პერიოდში ათასობით ადამიანი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს “სახალხო მტრების” წინააღმდეგ ბრძოლის სახელით. ეს პროცესი ძირითადად კომუნისტური პარტიის შიდა დაპირისპირების შედეგი იყო. ლენინგრადის პარტიული ლიდერის, სერგეი კიროვის მკვლელობამ, კიდევ უფრო გაამძაფრა ეს რეპრესიები.
მეორე მსოფლიო ომი და რეპრესიები
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სტალინი საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდალი გახდა და ხელმძღვანელობდა საბჭოთა ჯარებს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. ომის შემდგომ წლებში ის კვლავ რჩებოდა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელად და განაგრძობდა საბჭოთა სახელმწიფოს გაძლიერებას საერთაშორისო არენაზე. მისი მმართველობა, მიუხედავად მიღწევებისა, უკავშირდება როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე მკაცრ რეპრესიებსა და პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას.
სტალინის მემკვიდრეობა დღემდე განხილვის საგანია, რადგან იგი ერთდროულად ასოცირდება როგორც ინდუსტრიულ და სამხედრო წარმატებებთან, ისე საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე რეპრესიებთან.
იოსებ სტალინის გამონათქვამები

1. “სრულიად საკმარისია, ხალხმა იცოდეს, რომ არჩევნები ჩატარდა. ხალხი, რომელიც ყუთში საარჩევნო ბიულეტენებს ყრის, ვერაფერს წყვეტს. ყველაფერს წყვეტს ის, ვინც ამ ბიულეტენებს ითვლის.”
2. “მე მხოლოდ ერთი რამის მჯერა – ესაა ადამიანის ნებისყოფის ძალა”
3. “ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონების კი – სტატისტიკა”.
4.”რომ მოვკვდები ხალხი ნაგავს მომაყრის, მაგრამ მოვა დრო და ხალხი ნაგავს ისევ გადაქექავს”
5. “სიკვდილი ყველა პრობლემას წყვეტს. არ არის კაცი – არ არის პრობლემა”.
6. “არავის ვენდობი, საკუთარ თავსაც კი.”
7. “ბეჭდური გამოცემები ჩვენი პარტიის უმახვილესი და უძლიერესი იარაღია.”
8. “ადამიანი თავის ძალაუფლებას ავრცელებს იმ რადიუსით, სადამდეც მისი ჯარი გაწვდება.”
9. “მოკვდი და არ უკუიქცე.”
10. “გმირები კი არ ქმნიან ისტორის, არამედ ისტორია ქმნის გმირებს.”
11. “მუსიკა კარგი რამაა – ის ადამიანში არსებულ ურჩხულს ამშვიდებს.”
12. “მხიარულება – ესაა ყველაზე უცხო ხილი საბჭოთა კავშირში.”
13. “ჩემთვის რთულია იმის წარმოდგენა საერთოდ რა პიროვნულ თავისუფლებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანს არ აქვს სამუშაო და შიმშილობს, უნდა, ეძებს და ვერ პოულობს დასაქმების გზას.ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ მაშინ იარსებებს, როდესაც დასრულდება ექსპლუატაცია. იქ, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღარიბე, ერთისაგან მეორის ჩაგვრაც აღმოფხვრილია. მხოლოდ იმ საზოგადოებაშია ნამდვილი თავისუფლება მიღწევადი, სადაც ადამიანს მეორე დღის შიში არ აქვს ლუკმა პურის უქონლობის გამო.”
14. “კაპიტალისტები თავად მოგვყიდიან საკუთარ ჩამოსახრჩობ თოკებს.”
15. “რომ მოვკვდები ხალხი ნაგავს მომაყრის, მაგრამ მოვა დრო და ხალხი ნაგავს ისევ გადაქექავს”
სტალინის ლექსები

დილა
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
“აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო!“
ილია ჭავჭავაძეს
კურთხეულ იყოს შენი სამშობლო
დედის ძუძუჲ დიდჭირნახული,
რომელიც არის შენი ტაძარი
რასაც შესწირე სამსხვერპლოდ გული.
კურთხეულ იყოს ის დედა ენა,
რომელიც გიყვარს ერთგულსა შვილსა
რომლითაც ნანა აკვანს გსმენია
ალერსს გაგონებს დედისას ტკბილსა!
სანამ დასავლით მზე არ ამოვა
და მისი სხივი არ გაშავდება,
მანამ ქართველი კაცის გულშიაც
შენი სახელი უკვდავ იქნება.
მამა-შვილობით ნება გვიბოძე
ლოცვა შევვედროთ ჩვენ ღმრთისმშობელსა,
რომ შენისთანა ბევრი გვაღირსოს
და შენ გაცოცხლოს მრავალსა წელსა.