ბლინების რეცეპტი

You are currently viewing ბლინების რეცეპტი

გაიგე უგემრიელესი ბლინების რეცეპტი, რომელიც შენი ყოველი დილის განუყოფელი ნაწილი გახდება

ახლა კი დროა გაეცნო დეტალურ ინსტრუქციას თუ როგორ გავაკეთოთ ბლინები უმარტივესი რეცეპტით.

ბლინები

  • კვერცხი – 3 ცალი
  • რძე – 2 სრული ჭიქა (ცხიმიანი)
  • მარილი – მცირე რაოდენობა (გემოს გასაუმჯობესებლად)
  • ფქვილი – 2ჭიქა
  • მცენარეული ზეთი – 3 სუფრის კოვზი

როგორ გავაკეთოთ ბლინები(მომზადების წესი)

  • აიღეთ დიდი ჯამი და ჩაყარეთ კვერცხები.
  • კვერცხები კარგად ათქვიფეთ , სანამ არ გაუჩნდებათ აქაფებული კონსისტენცია.
  • დაამატეთ 1 ჭიქა რძე, მცირე რაოდენობით მარილი და შაქარი.
  • თანდათან დაუმატეთ ფქვილი არ დაგავიწყდეთ მუდმივად ურევდეთ.
  • ისევ დაამატეთ რძე და ზეთი
ბლინი

ცომის მომზადების შემდეგ, კარგად გაახურეთ ტაფა უმჯობესია თუ იქნება კერამიკის და შემდგომ დაასხით მცირე რაოდენობით ზეთი, რომ ტაფამ არ მიიკროს.

ბოლოს, კი გადმოიტანეთ ცომი ტაფაზე და გამოაცხეთ ბლინები ორივე მხარეს თქვენთვის სასურველ კონდიციამდე.

შეგიძლიათ დაამატოთ ვანილი დამატებითი არომატისთვის.

ბლინი-სერვირება

შეგიძლიათ მიირთვათ:

  • მდნარ შოკოლადთან
  • სიროფთან
  • ჯემთან
  • მოაყაროთ შაქრის პუდრა
ბლინები