მერაბ დვალიშვილის შემდეგი მეტოქე ცნობილია

You are currently viewing მერაბ დვალიშვილის შემდეგი მეტოქე ცნობილია

UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანა უაიტმა სამშაბათს განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო’მალის სატიტულო რევანში ბანტამის წონით კატეგორიაში UFC 316-ის მთავარი ივენთზე ჩატარდება

დვალიშვილმა (19-4) UFC-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სექტემბერში UFC 306-ზე, როდესაც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ო’მალი (18-2).

ო’მალიმ ოქტომბერში თეძოს ოპერაცია ჩაიტარა და ეს მისი პირველი გამოსვლა იქნება მარცხის შემდეგ.

მერაბ დვალიშვილი ufc

UFC 316 გაიმართება ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში, prudential center-ში. ამავე ღონისძიებაზე ჩატარდება ქალთა ბანტამის წონითი კატეგორიის ტიტულისთვის ბრძოლა ჯულიანა პენიასა (11-5) და კეილა ჰარისონს (18-1) შორის.

ამჟამად მერაბ დვალიშვილი ზედიზედ 12 ბრძოლაშია უძლეველი. მან თავისი 135-ფუნტიანი ტიტული ერთხელ უკვე დაიცვა იანვარში, როდესაც ხუთრაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით დაძლია უმარ ნურმაგომედოვი. დვალიშვილის ბოლოდროინდელ გამარჯვებებს შორისაა მოგებები ისეთ ყოფილ ჩემპიონებთან, როგორებიც არიან შონ ო’მალი, ჰენრი სეჰუდო, პეტრ იანი და ხოსე ალდო.

ო’მალის დამარცხება დვალიშვილთან მისი პირველი მარცხი იყო 2020 წლის შემდეგ. 30 წლის mma მებრძოლმა დვალიშვილთან დამარცხებამდე ერთხელ დაიცვა თავისი ჩემპიონის ტიტული, როდესაც გადაწყვეტილებით მოუგო მარლონ ვერას.